მთავარი ბლოკიმსოფლიო სიახლეებისაზოგადოებაფოტოამბები

ანტალიის საოცარი ტური „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“-გან

განსხვავებული ზაფხული ანტალიაში „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ ახალი შემოთავაზება  

დადგა რუჯის, ზღვის და არდადეგების სეზონი. ყველას ფიქრი, დასვენებისა და შვებულებისკენ გაურბის.  ორწლიანი პანდემიის  შემდეგ, კოვიდრეგულაციების მოხსნამ კიდევ უფრო გაამძაფრა ჩვენი სურვილები.  თითქმის ყველა წამყვანმა ტელევიზიამ, რადიომ თუ ინტერენეტგამოცემამ  შემოგვთავაზა გადაცემები, სტატიები, რადიორეპორტაჟები თურქეთში მოგზაურობის შესახებ, სადაც გვეუბნებიან რომ, წელს ბევრად უფრო მარტივია მოგზაურობა, აღარ გვიწევს კოვიდტესტების რიგში დგომა და ზედმეტი ხარჯების გაღება. ზღვის და მზის მოყვარულებისთვი ყვლაზე აქტუალური და მოთხოვნადი მიმართულება კვლავ თურქეთი, კერძოდ კი ანტალიაა. ტუროპერატორები კი წელს განსხვავებულ სერვისს გვთავაზობენ. წელს განსაკუთრებულად მრავალფეროვანი და განსხვავებული აქტივობის მოყვარულ ადამიანებზე მორგებულია ახალი ტურები.

სიუჟეტების კვალდაკვალ ვეწვიეთ საერთაშორისო ტუროპერატორ „პეგას ტურისტიკ ჯორჯიას“ კომერციულ დირექტორს, სალომე ბერაიას, რომელიც გვირჩევს როგორ დავგეგმოთ ჩვენი მოგზაურობა, სადაა უმჯობესი საფხულის გატარება და ჩვენთვის საინტერესო მომსახურების მიღება.

  • ცოტამ თუ იცის რამდენად მრავალფეროვანი და ყველა სეგმენტის და გემოვნების დამსვენებელზე მორგებული სერვისი შეგვიძლიათ მივიღოთ ანტალიაში, როგორც პასიური ასევე აქტიური და ექსტრემალური დასვენების მსურველებმაც.  დასვენების ამ უნიკალურ ტურებს, ქართველ მომხმარებეს, თქვენი კომპანია, საერთაშორისო ტუროპერატორი „პეგას ტურისტიკი“ უზრუნველყოფს, რომელიც ტურპაკეტებით ამარაგებს ქართულ ტურისტულ ბაზარს. როდიდან შგვიზლია დავგეგმოთ  თურქეთში მოგზაურობა?
  • 2022წლის ზაფხულის სეზონი გაიხსნა. 21 მააისიდან ქართველ მომხმარებელს საშუალება მიეცა დაისვენოს ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე, ანტალიის მიმართულებით. მომწოდებელი კომპანიაა საერთაშორისო ტუროპერატორი, „პეგას ტურისტიკი“ რომელსაც 28წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს, ხოლო საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირიებს. ეს არის კომპანია რომელიც ქმნის მზა ტურპაკებეს და აწვდის ტურისტულ სააგენტოებს. „პეგას ტურისტიკს“ არ აქვს პირდაპირი გაყიდვები ტურისტებზე, ტურისტული სააგენტოები ყიდიან ჩვენს პროდუქტს, ტურპაკეტებს, მომხმარებელზე. საქართველოში არსებული ნებსმიერი ტურისტული სააგენტო თანამშრომლობს პეგას ტურისტიკთან, შესაბამისად ჩვენ ქართველ მომხმარებელს აქვს საშუალება ნებისმიერ სააგენტოში შეიძინოს ჩვენი ტურპაკეტი.
  • რა გავლენა იქონია ორწლიანმა პანდემიამ. რამდენად მზად არის სასტუმროები ტურისტების მისაღება?
  • ალბათ ყველამ იცით რომ, თურქეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა ტურიზმის კომფორტის და სტუმართმასპინძლობის სფეროში. პანდემიის წლები მათ მთლიანად განვითარებისთვის, რენოვაციისთვის, სტანდარტების დანერგვისთვის და პერსონალის გადამზადებისთვის გამოიყენა. სეზონის გახსნამდე ჩატარდა ინსპექციები სასტუმროებში, ყველაფერი უმაღლეს სტანდარტს შეესაბამება.  თურქეთში დასვენება მარტო სასიამოვნო კი არ არის არამედ უსაფრთხოცაა.
  • საგზურის შეძენისას რა მომსახურებას იღებს ტურისტი?
  • ტურპაკეტი მოიცვას; პირდაპირ ფრენას, ამ შემთხვევაში ანტალიის მიმართულებით, ტრანსფერს აეროპორტიდან სასტუმროში და უკან, სასტუმროში განთავსებას, ასევე სამოგზაურო დაზღვევას და სასტუმრო მომსახურებას. სასტუმროს მომსახურება ანტალიის რეგიონის უმეტესად  არის All inclusive რაც ნიშნავს  იმას რომ მომხმარებელს არ უწევს სასტუმროს სივრცის დატოვება, ყველა სერვისი მიეწოდება სასტუმროს ტერიტორიაზე, კვება არის მრავალჯერადი 24/7 და არა სამჯერადი, სასმელი როგორც უალკოჰოლო ასევე ალკოჰოიანი არის უფასო და შეუზღუდავი რაოდენობით, ასევე უფასოა ყველა გასართობი ღონისძიება რაც სასტუმროს ტერიტორიაზე ყოველდღიურად იმართება.

ანტალიის რეგიონი საკმაოდ დიდია და თავის მხრივ მოიცავს; ქემერს, ბელეკს, სიდეს, ალანისა და თვითონ ანტალიას.  რადგან „პეგას ტურისტიკს“ პარტნიორი  სასტუმროების დიდი ბაზა გააჩნია, შესაბამისად მომხმარელებელს, საკუთარი ბიუჯეტიდან გამომდინარე შეუძლია შეარჩიოს 3, 4, ან 5 ვარსკკვლავიანი სასტუმრო. ყველა იმ სასტუმროში  სდაც ჩვენი ტურისტი ჩავა, დახვდება ჩვენი კომპანიის წარმომადგენელი და მათ მთელი  ტურის განმავლობაში  გაუწევს დახმარებას.

  • ახლა მინდა ვისაუბროთ წლევანდელ სიახლეებზე, ახალ ტურპაკეტებზე აქტიური და ექსტრემალური დასვენების მოყვარულებისთვის. რას სთავაზობთ მათ და რამდენად უსაფრთოა ასეთი ტურები?
  • თურქეთში დასვენება არ ნიშნავს მხოლოდ სასტუმროში აუზთან გარუჯვას და პასიურ დასვენებას. საქართველოში დამკვიდრებული ეს სტერეოტიპი გვინდა წელს დავამსხვრიოთ, ამიტომ წელს, ჩვენ მომხმარებელს  ვთავაზობთ მრავალფეროვან ტურბეს, რაც გულგრილს არ დატოვებს როგორც აქტიური ასევე ექსტრემალური დასვენების მოყვარულებს. ანტალიში დამსვენებელ აქტიურ ტურისტებს ვთავაზობთ  ჯომარდობის ტურს მდინარე Kopru cay-ზე,  ულამაზეს ლაჟვარდისფერ მდინარეში.ეს მდინარე  ულამაზეს Tazi caniony-ში მდებარეობა. თვითონ ეს კანიონი პოპულარულია ჯიპ-ტურებით, ევროპაში ერთერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინით  და შთამბეჭდავი ხედებით. კანიონს  ფოტოების გადასაღებად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, ინფლუენსერები, ტიკტოკერები.  თუ თქვენ ზაფხულს შვილებთან ერთად ატარებთ, აუცილებლად უბდა ეწვიოთ ატრაქციონიების პარკს –  land of legends, რომელიც დისნეი ლენდის ანალოგია. აქ ყველა აღმოაჩენს რომ ისევ ბავშვია, და დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს მიიღებს.  კულტურული და რელიგიური ტურებიც   მრავლადაა  ანტალიაში. მოგეხსენებათ თურქეთის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი მართლმადიდებლური წმინდა ადგილი და სალოცავია, რაც მიმზიდველს ხდის ამ ტურებს მართლმადიდებელი ტურისტებისთვის და ისტორიის მოყვარულებისთვის.
  • „პეგას ტურისტიკის“ სამომავლო გეგმებზეც ვისაუბროთ.
  • ივნისში, „Welcome summer-ის“ ფარგლებში, საქართველოში ვუმასპინძლებთ ჩვენს პარტნიორებს როგორც თურქეთიდან ასევე საქართველოდან. სდაც კიდევ უფრო მეტ ახალ პროექტს და საინტრესო ტურებს დავგეგმავთ. ასევე უკვე დაწყებულია სამზადისი შემოდგომის სეზონსთვის, ეგვიპტის და დუბაის ტურეებზე.

P.S. ზაფხულის დაგეგმვა ასე მარტივი პანდემიამდეც კი არ ყოფილა. ასეთი მრავალფეროვანი აჩევანი არცერთ დამსენებელს არ დატოვებს გულგრილს, მითურო რომ გარანტირებული საუკეთესო ამინდი და მზიანი დღეები ანტალიის ყოველდღიურობაა. „პეგას ტურისტიკის“ ტურების შეძელა საქართველოს ნებისმიერ ტურისტულ სააგენტოში შეგიძლიათ.

www.fact2.ge

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *