მთავარი ბლოკიშოუ-ბიზნესი

ვინ არის ახალგაზრდა პიანისტი გიორგი შიოლაშვილი?

who is new generation Georgian Pianist Giorgi Shiolashvili?

გიორგი შიოლაშვილი დაიბადა 1998 წელს თბილისში. ბავშვობიდან გატაცებულია მუსიკით და როგორც გიორგის დედა საუბრობს, იგი ჯერ კიდევ 3-4 წლის ასაკში ტელევიზოტირიდან თუ რადიოდან მუსიკის ერთი მოსმენის შემდეგ იმეორებდა სიმღერით ან ფორტეპანოზე დაკვრით იმავე მუსიკას.

გიორგის მოთხოვნით დედამ მიიყვანა 7 წლის ასაკში ქ. თბილისის 21-ე ხელოვნების სკოლაში, სადაც მან ისწავლა 12 წელი საფორტეპიანო განყოფილებაზე, ასევე მღეროდა გუნდში. მთელი ამ წლების განმავლობაში გიორგი გახდა არა ერთი საფორტეპიანო თუ სიმღერის კონკურსის გამარჯვებული. იგი არა მარტო საქართველომ, არამედ მთელმა ევროპამ გაიცნო ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში, როდესაც გაიმარჯვა სიმღერის კონკურსზე 2008 წელს „საბავშვო ევროვიზია“ ჯგუფ „ბზიკებთან“ ერთად. ეს იყო ტრიუმფალური გამარჯვება, როგორც ევროვიზიის, ისე საქართველოს ისტორიაში. მათ მოახერხეს რომ თავიანთი ტალანტურობით, ბავშვური სილაღით, და ძლიერი ვოკალური მონაცემებით გაოცებინათ მთელი ევროპა. მას შემდგომ მათ არაერთი სოლო კონცერტი გამართეს სხვადასხვა ქვეყნებში. მათ გამოეხმაურო ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, ასევე საქართველოს პრეზიდენტი და დააჯილდოვა, ასევე მიიღეს მილოცვა ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებისგან.

გიორგიმ საკუთარი ძალები მოსინჯა თეატრალურ სფეროშიც და მან წარმატებით ითამაშა 2011 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის დადგმულ მიუზიკლ “ოლივერ ტვისტში”, დავით საყვარელიძის რეჟისორობით.

2017 წელს წარმატებით ჩაირიცხა თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში პირველ ნომრად და სწავლის პერიოდში მიენიჭა სტიპენდია. იგი აქტიურად მონაწილეობდა კონსერვატორიის მიერ დაგეგმილ საპროექტო კონცერტზე, ასევე ღებულობდა მონაწილეობას რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურს/ფესტივალებზე.

გიორგის აქვს ფოტოგრაფიული მეხსიერება, მას შეუძლია დაიმახსოვროს მუსიკალური ფაქტურა თვალით და სრულყოფილად აღადგინოს მუსიკალური ნაწარმოები ნოტების ერთხელ გადამეორებით. „შენი დაკრული ძალიან მოქმედებს ჩემზე, გულთან ახლოს მოდის“ – უთხრა ცნობილმა კომპოზიტორმა, პიანისტმა, ქართული ეროვნული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა.

გიორგი შესრულების დროს გამოირჩევა განსაკუთრებული ემოციურობით. იგი თავისი დიდი ინდივიდუალიზმით ქმნის განსხავებულ ინტერპრეტაციებს ნაწარმოებების. მას აქვს ბგერის მრავალფეროვანი პალიტრა და სწორედ ამით ახდენს უდიდეს შთაბეჭდილებას მსმენელზე. მაგალითად, როდესაც ის ასრულებდა ფ.ლისტის –  No. 1 „მეფისტო-ვალს“, მკაფიოდ ჩანდა მისი ცეცხლოვანი ხასიათი, ლირიზმი.

„შენ ძალიან დიდი მომავალი გაქვს, რადგან შენში უდიდესი ტალანტია და ღრმა შემსრულებელი“ – უთხრა ქართველმა წარმატებულმა მუსიკოსმა, პედაგოგმა ნატა ნაცვლიშვილმა, როდესაც მოისმინა გიორგის შესრულებით იოჰანეს ბრამსის No. 1 საფორტეპიანო სონატა.

Georgian Pianist – Giorgi Shiolashvili

Giorgi Shiolashvili was born in 1998, in Tbilisi. He was keen on music from childhood and as his mother says, Giorgi was 3 or 4 years old when he could repeat the song or played anything  he had listened to on the radio or on TV.

At the age of 7, he joined the No. 21 School of Art, where he had piano lessons, for 12 years. Also, he sang in a choir. During those years, he became the winner of singing and piano competitions. He became famous not only in Georgia, but in Europe as well, after winning at Junior Eurovision Song Contest 2008 wih the Georgian trio “Bzikebi”. It was their triumphal Victory. They managed to surprise European audience with their talent and powerful vocal.

Since then, their concerts were held in many different countries. A Famous Violinist Lisa Batiashvili made a comment on their achievement. The President of Georgia awarded them. Also, the presidents of other countries offered their congratulations.

Giorgi successfully took part in the musical “Oliver Twist” in 2011, directed by David Sakvarelidze.

In 2017, he enrolled in V.Sarajishvili Tbilisi State Conservatoire and as one of the successful student he was granted a scholarship. He participated in the conservatoire concerts and also Republic or International Conests/Festivals.

Giorgi has a photographic memory. He is able to remember musical texture and copy it completely. After listening to his performance, a famous composer, pianist and conductor of Georgian national symphony orchestra, Nikoloz Rachveli commented: “Your playing affects a lot, it touches my heart” .

Giorgi stands out with his special emotional style. With his individualism he creates various interpretations. He has developed sound variations and it helps him make an enormous impression on the audience, For example, while performing F. Liszt – No. 1 “Mephisto-Waltz” .

He revealed his spirited nature and lyricism. “You have a great future, as you have got a huge talent and depth” – said a successful Georgian musician and teacher Nata Natsvlishvili about his performance – J.Brahms – Piano Sonata No. 1.

www.Fact2.ge

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *