მთავარი ბლოკისაზოგადოება

თანამედროვე სასკოლო ალბომები ჟურნალის სახით – დაუვიწყარი ფოტოსესია ბავშვებს

ახალი სტილის ალბომები თანამედროვე ბავშვების თუ პროგრესულად მოაზროვნე მშობლებისა და მასწავლებლების დიდ მოწონებას იმსახურებს, რადგან დრომოჭმულ, კომუნისტურ სასკოლო ალბომებს ვადა ამოეწურა და ამიტომ ახალგაზრდა გუნდმა ჟურნალის სტილში შექმნა სრულიად თანამედროვე, სამახსოვრო ფოტოალბომი.

ყველა ბავშვს ინდივიდუალურად უტარდება ფოტოსესია და იბეჭდება მათი პირველი ინტერვიუები ოცნებების და სურვილების შესახებ, რაც საკმაოდ ხალისიანსა და დასამახსოვრებელს ხდის მაღალპოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ ჟურნალს.

– როგორ გაჩნდა იდეა და რა ტიპის ალბომებზეა საუბარი?

  • ბესო მახარაშვილი: 2013 წელს ჟურნალ „თბილისელების“ რედაქციის 4 თანამშრომლის შვილი მივიდა პირველ კლასში და მათთვის საჩუქრად მინდოდა განსხვავებული, ორიგინალური ჟურნალი დამემზადებინა. ამ ოთხეულის ფოტოსესია მოვაწყვე და გადავწყვიტე რვა გვერდიანი ჟურნლი გამეკეთებინა თავისი მოკლე ინტერვიუებით: რაზე ოცნებობდნენ, რა უნდოდათ გამოსულიყვნენ, ჯადოსნური ჯოხი რომ ჰქონოდათ, რას გააკეთებდნენ და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი 30 წლის წინ ჩემმა მასწავლებელმა დაგვაწერინა პირველ კლასში და აპირებდა დამამთავრებელ კლასში, ბოლო ზარზე წაეკითხა, თუმცა მე-5 კლასიდან სკოლა შევიცვალე და დღემდე ძალიან მაინტერესებს მაშინ რაზე ვვოცნებობდი?! ამიტომ გადავწყვიტე, ბავშვების ოცნებები (სურვილები) სამუდამოდ დამეფიქსირებინა ერთ ჟურნალში. მთავარი კი ის იყო, რომ გარეკანი პერსონალური ყოფილიყო ყველა თავისი ჟურნალის გარეკანზე პერსონალურად დაბეჭდილიყო. როგორც კი ეს იდეა გავაჟღერე,  მთავარ რედაქტორთან ერთად გადაწყდა ეს ვერსია სხვა ბავშვებისთვისაც შეგვეთავაზებინა.

 ახლა უკვე კონკრეტულად ერთი კლასის ინდივიდუალურ ჟურნალებს ბეჭდავთ. ძვირი არ არის ასეთი მცირე ტირაჟის დაბეჭდვა? 

 

  • რთულია, მაგრამ ძვირი არ არის. კარგი გუნდი ვმუშაობთ, რომ ყველაფერი ხარისხინად იყოს შესრულებული. ყოველ წელს შეგვაქვს სიახლე და ვვითარდებით. ხარვეზები და შეცდომები ცხადია დღემდეა, თუმცა გამოსწორებადი.  სტამბის ხელმძღვანელობასაც ხელს გვიწყობს და გვეხმარება დროულად ჩავაბაროთ.  ჩვენ მივდივართ სკოლაში ასაწყობი (მოძრავი) ფოტოსტუდიით, განათება, ფარდა და ასე შემდეგ, მაგრამ ახლა, პანდემიიდან გამომდინარე გადავინაცვლეთ ღია სივრცეებში და მწვანე გარემომ  კიდევ უფრო შესძინა მრავალფეროვნება ჩვენს ჟურნალს. ვიღებთ უკლებლივ ყველა ბავშვს სურს ჟურნალის დამზადება თუ არა. აბსოლუტურად ყველა ბავშვია ამ პროცესში ჩართული და ყველასგან ვიღებთ მოკლე ინტერვიუებს; ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ, თუ ვინმეს მშობელს არ აქვს ალბომის დამზადების შესაძლებლობა ბავშვს გული არ დაწყდეს და ამიტომ უკლებლივ ყველას ვრთავთ პროცესში, რაც ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ მათთვის ძალიან სახალისო პროცესია. მერე „ფეისბუქზე“ ვტვირთავთ ყველა ბავშვის თითო ფოტოს, მშობლები იზიარებენ, აკომენტარებენ და მოკლედ, არის დიდი ჟრიამული. მასწავლებლემს ჰგონიათ მივალთ, 1-2 ფოტოს გადავიღებთ და წამოვალთ, მაგრამ კარგ ფოტოსესიას დრო ჭირდება – უნდა ნახოთ, ბავშვები როგორ პოზირებენ კამერასთან, განსაკუთრებით, გოგონები როგორ იპრანჭებიან – ეს არის საოცარი პროცესი. მერე ეს ზღვა მასალა მუშავდება, კაბადონდება, კორექტირდება და იბეჭდება. ხშირად ღამეებს ვათენებთ, რადგან ყველა კომფორტთან ერთად ჩვენ ვთავაზობთ 2-3 კვირიან ვადას, ანუ გადაღებიდან 15-20 დღეში ალბომი მზად უნდა იყოს. როცა გადაღებები ყოველდღიურ რეჟიმშია, ასობით ბავშვზეა საუბარი და ყველა ჟურნალი ინდივიდუალურად მზადდება, ეს ტიტანური შრომაა. შეიძლება, გიჟად ჩამთვალოთ, მაგრამ 24 საათიანი უძილობა მავიწყდება როგორც კი მზა ჟურნალები შემაქვს კლასში – ამ დროს უნდა ნახოთ ბავშვების ემოციები და საოცრად ბედნიერი თვალები.

რამდენი ბავშვი უნდა იყოს მსურველი, რომ შედგეს ფოტოსესია და დამზადდეს ალბომი?

  •  მინიმუმ 15 ბავშვი მაინც უნდა იყოს, რომ დაიგეგმოს გადაღება, თუმცა როგორც გითხარით, გადაღების პროცესში უკლებლივ ყველა ბავშვია ჩართული, მაგრამ მე ჯერ არ მახსოვს, გადაღების შემდეგ ვინმეს უარი ეთქვა ჟურნალის დამზადებაზე – რომ მივსულვართ ნახევარი კლასის გადასაღებად, გამოვსულვართ კლასის სრული შეკვეთით. გარდა ამისა, ჩვენი ალბომი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ გარკვეული გვერდების დაგეგმვა შესაძლებელია მშობლებისა და მასწავლებლების სურვილის გათვალისწინებით, ასევე, ფერების შერჩევა ან ჟურნალის სახელწოდების შეცვლა. მაგალითად კერძო სკოლები ძირითადად სკოლის სახელს აწერენ ყდაზე – „თბილისელები ქიდს“-ის ნაცვლად.

გადაღებები ხდება წინასწარი ჩაწერით  T: 599 37 97 73; 571 37 97 73 ფოტოებისა და დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ფეისბუქის ლინკზე: Tbiliselebi/Official

შესაძლებელია  ჟურნალის დიზაინის, ფერების, სტილის და მათ შორის სახელწოდების შეცვლაც.

https://www.facebook.com/Albomi/videos/1273712046427283

 

მომავალი პროგრესული თაობა ირჩევს სიახლეს

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *