მთავარი ბლოკიპოლიტიკა

პროვოკაციები პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართველოს მიმართ გაძლიერდება

მეორე ცივი ომის დაწყება ოფიციალურად გაფორმდა

 

  • _ჩვენ მხარს ვუჭერდით ტრამპს, რადგანაც ის მთავარ მტრად არა რუსეთს,
    არამედ ჩინეთს მიიჩნევდა. ტრამპი ცდილობდა ვაშინგტონ- პეკინის
    დაპირისპირებაში რუსეთი ან ნეიტრალური ყოფილყო, ან ამერიკელების მხარე
    დაეკავებინა! – წერს რუსი ექსპერტი სერგეი მარკოვი.
    რადიოსადგურ IBC-სთან ინტერვიუში ბაიდენი არ მალავდა  პუტინისადმი უკმაყოფილებას. მან თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს აშკარად აგრძნობინა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მზადყოფნა მოსკოვთან თანამშრომლობისათვის.
     სიტყვას საქმეც მოჰყვა. აშშ-მ მხარი დაუჭირასტრატეგიული შეტევითი შეიარღების
    შემცირებას (სნვ- 3). მაგრამ პუტინმაამერიკელის მიერ გამოწვდილი ხელი უხეშად მოიშორა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა აზრისა ხართ რუსეთის პრეზიდენტზე როგორც ადამიანზე,
    ბაიდენმა მიუგო, რომ პუტინს აკლია ის, რაც ყველა პოლიტიკოსს უნდა
    გააჩნდეს, ადამიანური სითბო და სიკეთე. ბაიდენის აზრით, რუსეთის პრეზიდენტი დაკომპლექსებული პიროვნებაა. მას ძალიან უყვარს ფული და ძალაუფლება, ამიტომ მზადაა დაუნდობლად გაუსწორდეს ყველას, ვინც ამაში შეეცილება.
    -მიგაჩნიათ, რომ პუტინი მკველელია?! – შეეკითხა ჟურნალისტი.
    – დიახ, – მტკიცედ მიუგო ბაიდენმა.
    ამით აშშ-სა და რუსეთს შორის ახალი ცივი ომის დაწყება ოფიციალურად გაფორმდა. უმთავრესი მიზეზი რუსეთის აგრესიული და რევანშისტული პოლიტიკაა. აშშ-საც ამისი იგნორირება აღარ შეუძლია. მეორე ცივი ომი საერთაშორისო ვითარებაზე უმალ აისახა. რუსეთი და უკრაინა ფართომასშტაბიანი ომის ზღვარზე აღმოჩნდნენ.
    დღეს უკრაინა ისეთსავე როლს ასრულებს, როგორსაც გასულ საუკუნეში ავღანეთი ასრულებდა,- იტყობინება ბი-ბი-სი.
     პუტინმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ ზელენსკის მიეღო კრემლში შემუშავებული ე.წ. სამშვიდობო გეგმა. ეს ჩაიშალა. ამის შემდეგ კრემლმა უკრაინაში პრო-რუსული ძალების გააქტიურება სცადა (მედვედჩუკი). პასუხად ოფიციალურმა კიევმა მევედჩუკს სანქციები დაუწესა, მისი კუთვნილი ტელე-კომპანიები კი დახურეს. პუტინისათვის ეს სილის გაწვნის ტოლფასი იყო.
     რუსეთის პრეზიდენტიც შურისძიებას შეეცადა. დონბასში ვითარება გართულდა. რეგიონში რუსი ჯარისკაცებისა თუ ოფიცრების ახალი ჯგუფი გამოჩნდა. მათ ე.წ. დონბასელი მოლაშქრეების რიცხვი შეავსეს. შემდეგ იყო შუმის ტრაგედია, როცა ოკუპანტებმა 4 უკრაინელი ჯარსკაცი მოკლეს, შეტევაზე გადასვლა და უკრაინული ტერიტორიის დაკავება სცადეს. უკრაინელებმა საპასუხო ცეცხლით აიძულეს მტერი უკან დაეხია. რუსებმა სერიოზული ზარალი ნახეს.
  • -აუცილებელია დონბასში რუსული არმიის დამატებითი ნაწილების შეყვანა, ავიაციისა და რაკეტების გამოყენება, – აცხადებს რუსი პოლიტოლოგი
    კორნილოვი.
      პუტინმაც დონბასის საზღვრებისაკენ ჯარი გადაისროლა. ამას მოჰყვა ბაიდენის ზარი ზელენსკისთან. აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. რუსეთმაც ამ ეტაპზე უკრაინაში შეჭრა გადადო.
    – სავარაუდოდ მოსკოვი ახალ პროვოკაციას მოამზადებს. უკრაინაში შეჭრის მცდელობაც ამა წლის მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ან აგვისტოშიგანხორცელდება,- თვლის ვიტალი პორტნიკოვი.
    უკრაინის გარდა ცხელ წერტილად რჩება სირია. აქ ომი 2016 წლიდან მძვინვარებს და უკვე 600. 000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. გრძელდება ომი ლიბიაშიც. ახალი ცივი ომი მტკივნელად აისახება მთელს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, რომელსაც პუტინი თავისი გავლენის ზონად მიიჩნევს. პროვოკაციები პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკების, მათ შორის საქართელოს მიმართ გაძლიერდება. ჩვენს ქვეყანას კი ჰაერივით სჭირდება სტაბილურობა. საამისოდ ნაციონალური კონსოლიდაცია და კლასობრივი მშვიდობაა აუცლებელი.
    მეორე ცივი ომის დაწყება ოფიციალურად გაფორმდა.
    ნიკა თევზაძე

 

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *