ასტროლოგიაეზოთერიკამთავარი ბლოკი

რა რიტუალი უნდა შესრულდეს ოცნებების ასასრულებლად სარკისებრ თარიღზე ?!

2022 წლის 22 თებერვალი უნიკალური სარკისებრი თარიღია, ანუ ექვსი ორიანის დღე. რიცხვების კომბინაცია – 22/02/2022 – იკითხება ერთნაირად ორივე მხრიდან და მას ასევე უწოდებენ პალინდრომის თარიღს.

ასეთი დამთხვევები ძალიან იშვიათია. მაგალითად, მიმდინარე ათასწლეულში მხოლოდ 60 სარკისებრი თარიღია და ერთ-ერთი მათგანი 22/02/2022.
ნუმეროლოგიაში ამ დღეს ჯადოსნურს უწოდებენ და ციფრი 2 ასოცირდება ჰარმონიასთან, სიყვარულთან, მეგობრობასთან და დიპლომატიასთან.
კარმული პროგრამების დამუშავება 12 თებერვლიდან დაიწყება, ამ პერიოდიდან შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს ადამიანის ბედი. 22/02/2022-ში შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილები, რადგან სარკისებური თარიღის ენერგიას შეუძლია დადებითი ცვლილებები მოგიტანოთ მომავალში.
22,02,2022 -ში რეკომენდირებულია:
ამ დღეს ვარსკვლავების განლაგება კეთილგანწყობილია, რაც ხელს შეუწობს თქვენს ყველა ახალ წამოწყებას და მოგიტანთ წარმატებას საქმიანობაში.
აუცილებელია:
• შეადგინოთ მომდევნო თვის ან წლის გეგმა.
• ჩამოაყალიბეთ მიზნები, განსაზღვრეთ შესაძლო დაბრკოლებები და თქვენი მოქმედებების სტრატეგია.
• შეეცადეთ, ეს დღე ახლობელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ.
• შეეცადეთ დაალაგოთ ურთიერთობა მათთან, ვისთანაც დიდი ხანია ხართ კონფლიქტურ სიტუაციაში ან გაწყვიტეთ ურთიერთობა უმიზეზოთ. გახსოვდეთ, თქვენი სულიერი განვითარება თქვენს ხელშია და სამყარო ამ დღეს ყველა შესაძლო გზით მიგანიშნებთ თქვენთვის სწორ მიმართულებას.
• ჩაიფიქრეთ სურვილები 22/02/22-ში და ის აუცილებლად აგისრულდებათ.
რა არ შეიძლება გააკეთოთ 22.02.2022
• იჩხუბოთ;
• იკამათოთ;
• იყვიროთ;
გახსოვდეთ, რომ სწორედ სარკისებური თარიღის დროს თქვენგან გასული ემოციები, სიტყვები, მოქმედებები, როგორც მზის ანარეკლი უკან დაგიბრუნდებათ და აისახება თქვენს და თქვენი ოჯახის წევრების მომავალზე. შესაბამისად, მწუხარება, შური, ბრაზი და სხვა ნეგატიური ემოციები გამანადგურებელ ეფექტს იქონიებენ.
გისურვებთ წარმატებებს და ყველა თქვენი ოცნების ასრულებას!
www.fact2.ge
კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *