ეკონომიკაკატეგორიამთავარი ბლოკი
რა უნდა გაიზიაროს საქართველომ იაპონიის გამოცდილებიდან

-
იაპონიაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულმა სისტემამ გამოავლინაგანსაკუთრებული სიცოცხლისუნარიანობა. მიმდინარე პერიოდში იაპონელიფერმერების 91% გაწევრიანებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებში.იაპონიის კოოპერაციული სისტემის განვითარება დაიწყო 1906 წლიდან. 1947 წელს,„სასოფლო–სამეურნეო კოოპერაციის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად და იაპონიისიმპერატორის განკარგულებით, სოფლის მთელი მოსახლეობა ავტომატურად ჩაერთოკოოპერაციულ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც მთავრობამ მოახდინა ახალიაგრარული პოლიტიკის გატარება ქვეყნის მთლიანი მასშტაბით. 1952 წელს შეიქმნაკოოპერატივების ცენტრალური კომიტეტი.იაპონიაში მოქმედებს განყენებული სამართლებრივი რეგულაციები სხვადასხვა სახისკოოპერატივებისათვის. ამ მოდელის საფუძველს წარმოადგენს დიფერენცირებულინორმატიული აქტები კოოპერატივების ტიპებისა და დარგობრივი კუთვნილებისმიხედვით. შესაბამისად. მაღალ დონეზეა განვითარებული სამომხმარებლოკოოპერაციის სექტორი, რომელშიც გაერთიანებულია 20 მლნ-მდე ადამიანი.სამომხმარებლო კოოპერატივების სამართლებრივი რეგულაციები მოცემულია იაპონიისკანონში „სამომხმარებლო კოოპერაციის შესახებ“ (1948 წ).იაპონიის კოოპერაციულ სისტემას გააჩნია იერარქიული სტრუქტურა. ეროვნულ დონოზეფუნქციონირებს სრულიად იაპონიის სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია,რომელიც შეიქმნა 1952 წელს. მას ხელმძღვანელობას უწევს ფედერაციის ცენტრალურისაბჭო, ამავე დონეზე არსებობს სასოფლო–სამეურნეო და სატყეო მეურნეობისკოოპერაციული ცენტრალური ბანკი და სრულიად იაპონიის სასოფლო–სამეურნეოკოოპერატივების ფედერაცია სამედიცინო მომსახურების კუთხით. შესაბამისიორგანიზაციები არსებობენ ცალკეული პრეფექტურების დონეზე (47 პრეფექტურა).პრეფექტურების დონეზე შექმნილი კოოპერაციული გაერთიანებები აერთიანებენსაშუალოდ 70 ათასიდან 80 ათასამდე ფერმერს. იაპონიაში მიღებულია „ფერმერის“მკაფიო დეფინიცია:ფერმერი – პირი რომელიც ფლობს 0.1 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობს და წელიწადში 90დღეზე მეტს უთმობს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.კოოპერატივების ფუნქციები მრავალმხრივია: პროდუქციის მიღება და რეალიზიაცია,საწარმოო საშუალებების შესყიდვა, სამშენებლო საქმიანობა, გადამამუშავებელი დაშემნახველი საწარმოების მართვა, საბანკო, სადაზღვეო და საკრედიტო საქმიანობა,სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაზღვევა, სამედიცინო და საკურორტო მომსახურება.კოოპერატივები ეწევიან კონსულტირებას სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის მართვის დატექნიკის გამოყენების კუთხით, გეგმავენ სასოფლო–სამეურნეო საწარმოო პროცესებს.იაპონიაში მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვით რეგლამენტირებულიაქიმიკატების და სასუქების გამოყენება სეზონურობის გათვალისწინებით. მისიგანხორციელების კონტროლს ეწევა სახელმწიფო.
-
სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივები პრეფექტურებთან ერთად ეწევიან ადგილობრივიდარგების განვითარების გეგმების შედგენას და ამ გეგმების შემუშავება ხდება იაპონიისმთავრობის სასოფლო–სამეურნეო პოლიტიკის შესაბამისად. ამ მხრივ არსებობსორგანული ურთიერთდამოკიდებულება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებსა დაპრეფექტურებს შორის. არსებობს საკითხები, სადაც პრეფექტურების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფუნქციები მკვეთრად გამიჯნულია, მაგრამ ზოგიერთსაკითხებთან მიმართებაში, მაგალითად როგორიცაა სოფლის და სოფლის მეურნეობისგანვითარების ხუთწლიანი გეგმების შემუშავება, მათი ფუნქციები პრაქტიკულადგაერთიანებულია. გეგმები მოიცავენ ეკონომიკური განვითარების ყველა მიმართულებასაგროეკოლოგიური პირობების დაცვის გათვალისწინებით და ტექნიკურ–ტექნოლოგიურიხასიათის სპეციფიკას.სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის დაგეგმარებას კოოპერატივებში ეწევიან სპეციალურისაგეგმო განყოფილებები. ისინი ამზადებენ პროექტებს სასოფლო–სამეურნეოსაქმიანობის დოტაციებით უზრუნველყოფის, მიწების ათვისების და მელიორაციისგეგმების შედგენის, სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის საჭირო მატერიალურისაშუალებებით უზრუნველყოფის კუთხით. მის ფუნქციებში ასევე შედის ინფორმაციისგავრცელება აგრომეტეოროლოგიურ პირობებზე, სასოფლო–სამეურნეო ტექნიკისსიახლეებზე, დაავადებებზე და მავნებლებზე, საბითუმო და საცალო ფასებზე და აგრეთვეგამოფენების და სასოფლო–სამეურნეო საქმიანობის საუკეთესო მეთოდებით სწავლებისორგანიზებაზე. სასოფლო სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვასთან ერთად საგეგმოგანყოფილება ეწევა დაგეგმვას სხვადასხვა არასასოფლო–სამეურნეო საკითხებშიც.კოოპერატივებში არსებობენ სხვა განყოფილებებიც: საწარმოო განყოფილება,შესყიდვების განყოფილება, გაყიდვების განყოფილება, საკრედიტო(ურთიერთდახმარების) განყოფილება.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სისტემისათვის დამახასიათებელიასამდონიანი სტრუქტურა, რომელიც ფუნქციონირებდა: ადგილობრივ, პრეფექტურულ დაეროვნულ დონეზე. ამ სისტემის მიხედვით პრეფექტურული ფედერაციები ადგილობრივკოოპერატივებს უწევენ მომსახურებას ისეთ აქტივობებში რომლის უზრუნველყოფაცთავად კოოპერატივებს არ შეუძლიათ. ეროვნული ფედერაცია ასრულებს აქტივობებსპრეფექტურული ფედერაციების დასახმარებლად.მნიშვნელოვანია კოოპერატივების აუდიტის სისტემა. სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივებში შიდა აუდიტი წარმოებს თვეში ერთხელ; პრეფექტურის დონეზეარსებული კოოპერატივები ახორციელებენ პირველი დონის სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების მენეჯმენტის აუდიტს წელიწადში ერთხელ; პრეფექტურის დონეზეარსებული კოოპერატივების აუდიტს წელიწადში ერთხელ ახორციელებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ფედერაცია.აუდიტორის მიერ ხარვეზების დადგენის შემთხვევაში, კოოპერატივს ეძლევა ვადახარვეზების გამოსასწორებლად. თუ დადგენილ ვადაში არ მოხდება ხარვეზებისაღმოფხვრა, მოხდება კოოპერატივის გაუქმება. ნიშანდობლივია, რომ 1952 წლიდანდღემდე, არ გაუქმებულა არც ერთი კოოპერატივი, რაც ერთის მხრივ ასახავსკოოპერატივების გავლენას იაპონიის მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურმდგომარეობაზე და მეორეს მხრივ მიუთითებს იაპონიის კოოპერაციული სისტემისორგანიზაციული მოწყობის სიცოცხლისუნარიანობასა და მდგრადობაზე.JA ჯგუფი – (იაპონიის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების გაერთიანება), რომელსაცეკუთვნის “Zenkoryen”-ი (სადაზღვევო ეროვნული ფედერაცია), დაარსდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის კანონის შესაბამისად. JA ჯგუფი თავის წევრებს თავაზობს 5
-
მნიშვნელოვან მომსახურებას: დაზღვევა, კრედიტი, მარკეტინგი, შესყიდვები,დახმარება სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ორგანიზაცია ეწევაკოოპერაციული საქმიანობის მხარდაჭერას იმ მიზნით რომ ხელი შეუწყოს სასოფლო-სამეურნეო წარმოებას და გააუმჯობესოს კოოპერატივების წევრების ცხოვრების დონე.Zenkyoren-ის სერვისები შეიძლება დაიყოს ოთხი მიმართულებით:1. სამეწარმეო რისკებისგან დაცვა,2. ფინანსებთან დაკავშირებული მომსახურებები და ფულის დაგროვებისფუნქციები,3. საინფორმაციო მომსახურება,4. კეთილდღეობა.2000 წლის აპრილში Zenkyoren შეერწყა პრეფექტურულ სადაზღვეო ფედერაციებს,რამაც გამოიწვია ორ დონიანი სადაზღვევო სისტემის შექმნა, სადაც თითოეულ დონესგანსაზღვრული აქვს თავისი ფუნქციები. ამ შერწყმამ გააძლიერა კავშირი Zenkyoren-სდა კოოპერატივებს შორის, რითაც შეამცირა საოპერაციო ხარჯები, გააუმჯობესაწევრების ფინანსური უსაფრთხოების დონე.ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და Zenkyoren ერთობლივადშეიმუშავებენ სადაზღვეო პოლისებს. ადგილობრივ დონეზე სასოფლოლო-სამეურნეოკოოპერატივებს პირდაპირი კავშირი აქვთ მათ წევრებთან, აწვდიან მათ სხვადასხვა ინფორმაციას კოოპერაციული დაზღვევის პოლისების შესყიდვის შესახებ, ახდენენკონტრაქტების მომზადებას.დასასასრულ. იაპონიის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სასოფლო-სამეურნეოკოოპერაციის განვითარება სახელმწიფოს წარმმართველი როლისა და მხარდაჭერისგარეშე შეუძლებელია. საქართველოში დაუშვებელი იყო სსიპ „სასოფლო-სამეურნეოკოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ გაუქმება. იგი უნდა გარდაქმნილიყოწევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირად. ამ შეცდომისგამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.პაატა კოღუაშვილიეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
კომენტარები