ეზოთერიკამთავარი ბლოკი
როგორ შევხვდეთ 1 თებერვალს და რა გავაკეთოთ წამატების მოსაზიდად?
1 თებერვალი ახალ მთვარობა და ახალი წელი!

! 














საახალწლო სუფრაზე სასურველია იყოს ძვლიანი ხორცის კერძი, ფრინველის ან საქონლის თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ მოამზადოთ, გარნირად გამოიყენეთ ბრინჯი, რადგან ბრინჯი აღმოსავლეთ კულტურაში ბარაქის სიმბოლოა, ასევე სხვადასხვა ფერის ბოსტნეული და მწვანილი, რაც ვეფხვისთვის ბუნებრივ გარემოს შექმნის. სუფრაზე დავალაგოთ ყვითელი ფერის ხილი ფორთოხალი ან მანდარინი და ტკბილეული.
იმისათვის რომ 2022 წელს მოვიზიდოთ წამატება და მატერიალური კეთილდღეობა, პირველ რიგში აუცილბელია განთავისუფლდეთ ძველი არა სასურველი ინფორმაციისგან. ამისთვის 1 თებერვლის დადგომამდე 30 წუთით ადრე ფურცელზე ჩამოწერეთ ის პრობლემები რაც გაწუხებთ, რაც გსურთ, რომ წარსულს ჩაბარდეს, შემდეგ კი დაწვით ეს ფურცელი და წყალს გაატანეთ.
იღბლის და წარმატების მოსაზიდად აიღეთ პატარა ზომის თასი, შეიძლება იყოს თიხის, მინის, ბროლის, ვერცხლის ან სხვა ნახევრად ძვირფასი მეტალისგან დამზადებული, გაავსეთ ხორბლით და ჩაყარეთ მასში 2 ლარიანები (რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა, რაც მეტი მით უკეთესი) და დამუხტეთ ინფორმაციით, სასურველი ენერგიით, ანუ ორივე ხელით ამოურიეთ რამოდენიმეჯერ და ჩაუთქვით, რომ ეს წელი იყოს თქვენი ოჯახისთვის ბარაქიანი, ბედნიერი, გამრავლების, სიყვარულის და ჯანმრთელობის მომტანი. რამდენი მარცვალიც არის თასში იმდენი წარმატება და სიხარული მოეტანოს 2022 თქვენთვის. შემდეგ ეს თასი მოათავსეთ მაგიდის შუაში და გარშემო შემოუწყვეთ 8 ცალი პატარა ოქროსფერი დეკორატიული ანთებული სანთელი. 8 – ნი არის უსასრულობის სიმბოლო და ამით დადებითი ენერგიის უწყვეტ ნაკადს მოიზიდავთ.
სუფრის ალაგების შემდეგ ეს თასი შეინახეთ მყუდრო ადგილას თქვენი, სახლის აღმოსავლეთ ნაწილში (საიდანაც მზე ამოდის) და მთელი წლის განმავლობაში ყოველ ახალ მთვარეობაზე შეგიძლიათ გაიმეოროთ ეს რიტუალი და დამუხტოთ ახალი ენერგიებით.
გახსოვდეთ, იმისათვის, რომ ნებისმიერმა რიტუალმა იმუშაოს, აუცილებელია გჯეროდეთ იმის რასაც აკეთებთ, რადგან შინაგან რწმენას ყველაზე დიდი ძალა აქვს, რომელიც დაგეხმარებათ თქვენი სანუკვარი სურვილების ასრულებაში.
ბედნიერ 2022 წელს გისურვებთ! – ასტროლოგი ნინა ხომერიკი
www.fact2.ge
კომენტარები